Intel Education
Sunday, March 26, 2017
დღე-9
დღე მეცხრე.დასრულდა ტრენინგის 9 დღიანი მეცადინეობა.დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო.ყველა მონაწილემ წარმოვადგინეთ ჩვენი ნაშრომები,პორტფოლიო და გავაკეთეთ პრეზენტაცია.ძალიან ბევრი რამ გავიგეთ პროექტებით სწავლებასთან დაკავშირებით.იმედი მაქვს აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესშ პროექტებით სწავლებისას.
Saturday, March 25, 2017
დღე მერვე
ვუახლოვდებით ჩვენი ტრენინგის დასასრულს და სულ უფრო უფრო საინტერესო ხდება იმ თვალსაზრისით, რომ ნამდვილად ბევრი საჭირო და ახალი რამ გავიგეთ ჩვენი მოსწავლეებისთვის,რაც მათ უნარ-ჩვევების შეძენას შეუწყობს ხელს. მოუთმენლად ველი ამ ახალი სასწავლო მეთოდის გამოყენებას მოსწავლეებთან.დარწმუნებული ვარ ძალიან დააინტერესებთ,თუ სწორად მექნება დაგეგმილი პროექტი.ტრენინგის დასასრულს შემიძ₾ია კიდევ ერთხელ გადავხედო გეგმას და შევიტანო ცვლილებები. ამაში დღევანდელი თემა დამეხმარება, სასწავლო პროექტის ჩეკლისტი,რომელიც დღეს განვიხილეთ.ასევე გავეცანით ფასილიტაციას.თუ როგორ გავუწიოთ კლასს ფაილიტაცია მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში.
Tuesday, March 14, 2017
დღე მეშვიდე
დღეს ძალიან ნაყოფიერი დღე იყო.დღევანდელი მოდული შეეხებოდა მოსწავლეთა წარმატებით დაგეგმვას.პრაქტიკულად ვიმუშავეთ ბევრი-შევქმენით საქაღალდე,ვიმუშავეთ ბლოგის დიზაინზე.
დღე მეექვსე
შევიმუშავეთ მოსწავლეთა ნაშრომების რუბრიკები.გავეცანითთ რუბრიკების შაბლონს და მოვარგეთ ჩვენს პროექტს,ვფიქრობ სამუშაო ბევრი იყო,მაგრამ ადვილად გავართვი თავი
დღე მეხუთე
მოსწავლის ხედვით პროექტზე მუშაობა საკმაოდ რთულია.ვნახეთ ნიმუშები, შაბლონები.გაგვიჭირდა გამარტივება.ე.ი.ჩვენი პრობლემა სიმარტივეშია.
Saturday, March 4, 2017
დღე მეოთხე
დღეს ტრენინგის მეოთხე დღე იყო.ყოველი მოსმენა და მუშაობა ახალის მომცემია.გავეცანით სასწავლო პროექტის გეგმას.შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო.გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი.ვისწავლეთ ლინკების გადმოტანა საავტორო უფლებების დაცვით.
Friday, March 3, 2017
Subscribe to:
Posts (Atom)